საღამო ხანი იყო. ისე წვიმდა, ფანჯრებს ზრიალი გაუდიოდა. ჰოდა, ამ თავსხმა წვიმას არ შევუშინდი და მერიკოსთან გავქანდი. ის ჩემთან ძალიან ახლოს ცხოვრობდა, ამიტომ ვიფიქრე, ორ წუთში გადავირბენ-მეთქი. ნელა მივაბიჯებდი ქუჩაში, ხელები მკერდზე მქონდა გადაჯვარედინებული და სახეს წვიმის წვეთებს ვუშვერდი.
↧