მე და ლუკა ძალიან დავახლოვდით. თითქმის ყოველდღე ვხვდებოდით ერთმანეთს. ისე მომწონდა მის გვერდით ყოფნა… საოცრად მამშვიდებდა მისი წყნარი ბუნება, ცოტას ლაპარაკობდა, უფრო მე მისმენდა ან უკრავდა ჩემთვის. გიტარის გარეშე არასდროს გამოდიოდა სახლიდან.
↧